четверг, 9 февраля 2012 г.

ტურიზმი



ტურიზმი — მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციატურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“
ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა. 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6.6%-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო.2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2&-ით იკლო.[3] ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღბული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.
ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთიეგვიპტე,საბერძნეთილიბანიისრაელიგაერთიანებული სამეფოაშშესპანეთიიტალიატაილანდი და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამებიფიჯიმალდივებიფილიპინებისეიშელის კუნძულები. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების დფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.
დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ იოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით „ტომას კუკ ენდ სან“.
XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს,1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.
ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.
http://ka.wikipedia.org